|
2021-11-08 10:04:25, 829 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება
ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება. საშემოდგომო სამუშაოებზე, პლატოს ტერიტორიას 3000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიის ერთობლივი პროექტი ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე უკვე მეხუთე წელია ხორციელდება. პროექტის #ბორჯომიგულშემატკივარი ფარგლებში, 4,5 ჰექტარამდე ფართობზე, ჯამში, 23 000-მდე ნერგი დაირგო. პროექტი ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმასაც ითვალისწინებს. კამპანიის მიზანი ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)