|
2021-11-07 15:26:01, 972 ნახვა
საზოგადოება
ინგა გრიგოლია - მახსოვს 7 ნოემბერი, 20 ივნისი და 5 ივლისიც, ამიტომ აღარ მინდა ქვეყანას ერთი პარტია მართავდეს
7 ნოემბერი რომ მახსოვს, 20 ივნისი და 5 ივლისიც, ამიტომ აღარ მინდა ამ ქვეყანას ერთი პარტია მართავდეს და ამიტომ ვარ კოალიციის ამომრჩეველი - ამის შესახებ ჟურნალისტი და გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს. გრიგოლიას თქმით, არ სჯერა იმ ხალხის, ვინც ამბობს, რომ 7 ნოემბერი ახსოვს, თუმცა 5 ივლისს ამართლებს. „მეც მახსოვს 7 ნოემბერი. მახსოვს და ვერ ვიტან. არასოდეს დამავიწყდება, სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება!!!! ისევე როგორც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება 5 ივლისი, ჩემი დასისხლიანებული კოლეგები, თანამშრომლები და ლექსო ლაშქარავა, რომელიც ბინძური პროპაგანდის წყალობით, მეორედ მოკლეს, გარდაცვალების შემდედ და მახსოვს ისიც, რომ სისხლიანი 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორი არაა დასჯილი (მაგათი დროც მოვა! ვის დასჯიდნენ,ხელისუფლებამ მოაწყო თავად).! ჩავამატებ-20 ივნისი და თვალებდათხრილი ადამიანებიც მახსოვს და მძულს ის დღე, რომელსაც იგივე წარმატებით აპრავებენ 7 ნოემბრის მგმობელნი, როგორც 5 ივლისს………. ხოდა, 7 ნოემბერი რომ მახსოვს ,20 ივნისიც და 5 ივლისიც, ამიტომ აღარ მინდა ამ ქვეყანას ერთი პარტია მართავდეს და ამიტომ ვარ კოალიციის ამომრჩეველი.! P.s- 7 ნოემბერი გვახსოვსო, რომ წერს ის ხალხი,რომელიც 5 ივლისს დღემდე აპრავებს, აი მაგ ხალხის გოდებისა შვიდ ნოემბერზე,არც ერთი წამით არ მჯერა და არც თქვენ დაიჯეროთ. ( მათგან ზოგი იმ 7 ნოემბერსაც აპრავებდა). მომავალში ეგენი პირველები დაწერენ - გვახსოვს 5 ივლისიო“- წერს ინგა გრიგოლია. ცნობისთვის, დღეს 17:00 რუსთაველზე აქცია სახელწოდებით „გვახსოვს 7 ნოემბერი“ გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)