|
2021-11-06 10:15:56, 736 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი: „თუკი ვინმე შეეცდება რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობას, ძალიან მკაცრად აგებენ კანონის და საზოგადოების წინაშე პასუხს"
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, „თუკი ვინმე შეეცდება რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობას, ძალიან მკაცრად აგებენ კანონის და საზოგადოების წინაშე პასუხს". რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პენიტენციური დაწესებულება განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია და მის სიახლოვეს ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება მომეტებული საფრთხის წყარო იყოს: „პენიტენციური დაწესებულება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი და აქ რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობაზე არც უნდა იოცნებონ. შესაძლოა, ეს გახდეს მომეტებული საფრთხის წყარო ჩვენი საზოგადოებისათვის და ჩვენ ამას არ დავუშვებთ". იუსტიციის მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველა შესაძლო სცენარისთვის მზადაა. „ბუნებრივია, შესაბამისი სამსახურები აკეთებენ გათვლებს ნებისმიერი შემთხვევისთვის... თუკი მათ გაბედეს და რაიმე სახის პროვოკაციას ექნა ადგილი, ამას შესაძლოა, ჰქონდეს გამოუსწორებელი შედეგები საზოგადოებისთვის და ამის უფლებას არ მივცემთ, და ჯობს, აქვე დაივიწყონ", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. მინისტრმა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები კეტავენ ცენტრალურ გზას, ხელს უშლიან პატიმრების გაყვანის პროცესს და მიმართავენ სხვადასხვა პროვოკაციას. „ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და ამას ვასრულებთ, მაგრამ მინდა, მკაცრად გავაფრთხილო თითოეული მათგანი – თუკი ვინმე შეეცდება რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობას, ძალიან მკაცრად აგებენ კანონის და საზოგადოების წინაშე პასუხს, ჩვენ – კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ – აბსოლუტურად ყველა სცენარისთვის მზად ვართ", – განაცხადა მინისტრმა „რუსთავი 2"-ის ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)