|
2021-11-05 10:01:59, 754 ნახვა
საზოგადოება
ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი მამა ათინოგენე – აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ, მთელ საქართველოს მოვუხმობ
აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები - მთელ საქართველოს მოვუხმობ, - ამის შესახებ სალხინოს მამათა მონასტერთან მყოფმა მამა ათინოგენემ განაცხადა. "აქედან დაიწყება ყველაფერი, არ გავცილდებით აქედან და მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ვისაც სიმართლე ცოტა მაინც შერჩენია, ვისაც მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა უნდა, ამ მამათმავლობაში ბრალდებული ხალხის გვერდით არ დადგება, როგორც ეს ე.წ. ჩოხოსნები, სულგაყიდული ხალხი, ვისაც კაცობა, ღირსება, ქართველობა და ეკლესიის სიწმინდე აინტერესებს, აქ უნდა იდგეს დღეს. აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები. აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ და მთელ საქართველოს მოვუხმობ", - განაცხადა მამა ათინოგენებ. ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ისინი ჩოხოსნებმა ძალით გამოყენებით მონასტრიდან გამოიყვანეს. ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.
ფოტო – თაიმერ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)