|
2021-11-03 11:59:41, 645 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სარეკლამო მომსახურების მიზნით აუქციონს აცხადებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მის ტერიტორიაზე სარეკლამო მომსახურების მიზნით ექსკლუზიური უფლების გადაცემით აუქციონს აცხადებს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა სუბიექტს, რომელსაც გააჩნია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება და აკმაყოფილებს აუქციონით დადგენილ კრიტერიუმებს. აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აეროპორტის ტერმინალში ციფრული გამომსახველი მოწყობილობებისა და ე.წ. ლაითბოქსების განთავსება. აუქციონის ფარგლებში, ქუთაისის აეროპორტის გაფრენის დარბაზში უნდა განთავსდეს 220 კვადრატული მეტრის ლედ ეკრანი. აეროპორტის შესაბამისი აღჭურვის მიზნით, სარეკლამო მომსახურების უფლების მიმღებმა პირმა უნდა გასწიოს არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიცია. გამარჯვებულ კომპანიას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სარეკლამო უფლებით სარგებლობა 10 წლის ვადით შეეძლება. აუქციონი 19 ნოემბერს, 17:00 საათზე დასრულდება. დეტალები იხილეთ ვებგვერდზე https://www.eauction.ge/Home/EntityAdminView/749257
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)