20:54 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 11:45:23, 462 ნახვა

საზოგადოება
Wanderlust-მა თბილისი მოკლე მანძილზე სამოგზაუროდ ყველაზე სასურველ ქალაქად დაასახელა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანული სამოგზაურო მედიის Wanderlust-ის ყოველწლიური დაჯილდოების ღონისძიებაზე - Wanderlust Travel Awards, თბილისი მოკლე მანძილზე სამოგზაუროდ ყველაზე სასურველ ქალაქად დასახელდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, აღნიშნულ კატეგორიაში ასევე გაიმარჯვა ლისაბონმა და სევილიამ.

„მნიშვნელოვანია, რომ ნომინაციაში გამარჯვებული შეირჩა მკითხველთა მიერ. პანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით სასიხარულოა ასეთი ცნობილი მედია გამომცემლობის და მისი მილიონობით მკითხველის  აღიარება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დედაქალაქის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს და წარმოაჩენს თბილისის საქალაქო ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო მოგზაურებისათვის და ტურიზმის სექტორის პროფესიონალებისათვის. პანდემიამდე მახსოვს, როგორც ვითარდებოდა კაფე-ბარები, ჰოსტელები. პანდემიამ, რა თქმა უნდა, ეს მიმართულება დააზარალა, მაგრამ ჩვენ იმიტომ გამოვდივართ მხარდამჭერი პროგრამებით, რომ მაქსიმალურად ხელი შეგიწყოთ, რომ ტურისტებს უმასპინძლოთ, რომ მათ გავაცნოთ ჩვენი დედაქალაქი თავისი ძეგლებით და კულტურით. ეს აღიარება მნიშვნელოვანია და მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics