|
2021-11-02 17:45:20, 618 ნახვა
საზოგადოება
მონპერეს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ფრედერიკ მონპერეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, 1 073 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა, რის შემდეგაც 5 971 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „საბურთალოს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა, რაც მათ დისკომფორტს უქმნიდა. ამ დროისთვის, სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება, რის შემდეგაც, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის დასრულების შემდეგ კი , ადგილობრივი მოსახლეობა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი, კომპანია „L&L” ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)