|
2021-11-02 15:41:31, 616 ნახვა
საზოგადოება
პროგრამის „განახლებული რეგიონების” ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების” ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.- ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული პროექტი მოიცავს ორი ცენტრალური ქუჩის საფეხმავლოების, მასზე განთავსებული შენობების გარე ფასადების, მიმდებარე გიორგი სააკაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერების რეაბილიტაციას ანუ ქალაქის ცენტრის ურბანულ განახლებას. ამჟამდ სკვერში წვეთოვანი მორწყვის, ფილების დასაგები წინასწარი სამუშაოები (ბეტონის მოწყობა), პარალელურად კი შენობების გარე ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კასპში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები 50 წელია არ ჩატარებულა. ქალაქის ცენტრის სრული განახლება მიმდინარეობს, იერსახე ეცვლება როგორც სახელმწიფო ისე კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებს. პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ მოწესრიგებულ, გალამაზებულ ცენტრს, შენობებსა და გარემოს, ორივე სკვერი კი კასპელთათვის მეტად საყვარელი ადგილი გახდება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)