|
2021-11-01 14:27:55, 607 ნახვა
საზოგადოება
ქედის მუნიციპალიტეტის მერი - საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი დაბა ქედაში უახლოეს პერიოდში დაიწყებს მომსახურებას
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოში იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილ იქნა საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ინკლუზიურ მობილობას და მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ქედის მუნიციპალიტეტის მერის როლანდ ბერიძის განცხადებით, საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი დაბა ქედაში უახლოეს პერიოდში დაიწყებს მომსახურებას, ხოლო მიკროავტობუსის ოფიციალური გადაცემის ცერემონია, იაპონიის ელჩის მონაწილეობით მოგვიანებით გაიმართება. ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)