|
2021-11-01 14:18:04, 552 ნახვა
საზოგადოება
ომარ ტაკიძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა
შუახევის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა, ომარ ტაკიძემ, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირმა, რწმუნებულებისგან მოისმინა შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. ისაუბრეს სოფლებში არსებულ ვითარებაზე და იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. საუბარი შეეხო, ასევე 2022 წლის შუახევის მუნიციპალიტეტის საფინანსო დოკუმენტის მომზადების საკითხს. რწმუნებულებს დაევალათ უახლოეს პერიოდში წარმოადგინონ საკითხები, რომლებიც საჭიროებენ სწრაფ რეაგირებას. ომარ ტაკიძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია მომავალი ოთხი წელი ნაყოფიერი და წარმატებული იყოს მუნიციპალიტეტისთვის. იმედი გამოთქვა, რომ მრავალი საინტერესო იდეისა თუ პროექტის განხორციელებას შეძლებს მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)