01:02 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-27 12:09:22, 749 ნახვა

საზოგადოება
დიღმის მასივში ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, მე-17 და მე-18 საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე 14 ავტოფარეხის დემონტაჟი იწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო წლებში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემთხვევაში, სპორტული მოედნები და რეკრეაციული სივრცეები ყველა რაიონში მოეწყობა.

„დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, მე-17 და მე-18 საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე 14 ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, ტერიტორია გამოთავისუფლდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა საბავშვო სივრცე, განთავსდება საპარკე ავეჯი და  განათებები დამონტაჟდება. აღნიშნული ავტოფარეხები ვიზუალურად ამახინჯებს გარემოს და ბევრი არც იყენებს მას. ეს 90-იანი წლების მავნე პრაქტიკაა და ბევრ რაიონში რჩება პრობლემად, თუმცა, თბილისის მერია ეტაპობრივად, ყველა რაიონში უზრუნველყოფს მათ დემონტაჟს და სანაცვლოდ, სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ოთხი წელი ამ მიმართულებით კვლავ აქტიური იქნება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics