|
2021-10-26 12:22:16, 922 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - სავალდებულო ვაქცინაციას ნეგატიური პროცესები მოჰყვება, რაც ხელს შეუშლის იმუნიზაციას
სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურმალიტებთან განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრი თვლის, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მეტი კომინიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება. ამასთან ეკატერინე ტიკარაძე მოლქალაქეებს აცრის გაკეთებისა და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. „მნიშველოვანია, რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რომლებიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება. კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქლაქეებს, გადაწყვეტილება საკუთარი ჯანმრთელობის სასარგებლოდ დროულად მიიღონ და დაეხმარონ სახე;მწიფოს ამ მძიმე პერიოდში, როდესაც წინ გვაქვს დასამარცხებელი პანდემია“, - აცხადებს ტიკარაძე.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)