|
2021-10-14 12:25:18, 843 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით დაურიგეს ცოცხები და გზაზე დააყენეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქუთაისში, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით დაურიგეს ცოცხები და გზაზე დააყენეს. როგორც დეკანოიძე წერს, ქუთაისი განთავისუფლდება უღირსი მიდგომისგან და აღარვის მოუწევს ძალდატანებით პოლიტიკური დავალების შესრულება. „ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და დააყენეს გზაზე. მართალია ჩვენ სხვა გზით მივდიოდით, მაგრამ მაინც რა საბრალოა ხელისუფლება 9 წლის შემდეგ მეტი არაფერის კეთება შეუძლია. ქუთაისი განთავისუფლდება ამ უღირსი მიდგომისგან. არავის, არავის აღარ მოუწევს პოლიტიკური დავალებების შესრულება. მერია იმუშავებს ხალხისთვის, ყველასთვის. არავინ დაიჩაგრება უსმართლოდ!“, - წერს დეკანოიძე. ცნობისთვის, რეგიონებიდან თბილისისკენ მომავალ „ნაციონალური მოძრაობის“ კოლონებს, რომლმებიც დღეს, 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას უნდა შეუერთდნენ, გზებზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცოცხებითა და შეძახილებით დახვდნენ.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)