23:14 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 13:43:46, 2006 ნახვა

სამხედრო
კაპრალმა მორის საბაშვილმა რეაბილიტაციის კურსი აშშ-ში გაიარა

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ კაპრალმა მორის საბაშვილმა, ამერიკის შეერთებულ  შტატებში ბრუკის სამხედრო სამედიცინო ცენტრში რეაბილიტაციის კურსი დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა.  მორის საბაშვილი აშშ-ში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც ზედა და ქვედა კიდურებზე  ორი რთული  ოპერაცია ჩაუტარდა, რის  შემდეგაც მან გაიარა ოკუპაციური, აკვა და ფიზიკური თერაპიის სრული კურსი. ამერიკელმა ექიმებმა ამპუტირებულ სამხედრო მოსამსახურეს უახლესი ტექნოლოგიების პროტეზები დაუმზადეს.

კაპრალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი კარლო ლაბაძე დახვდნენ.

კაპრალი მორის საბაშვილი 2010 წლის აპრილში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში თვითნაკეთ ნაღმზე  აფეთქდა, რა დროსაც მან კიდურების დაზიანება მიიღო. მან  ხანგრძლივი მკურნალობის კურსი გერმანიასა და ამერიკაში გაიარა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომსა და ერაყის მისიაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics