09:46 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 17:19:20, 764 ნახვა

საზოგადოება
GDI - თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის განხილვა 13 ოქტომბერს განახლდება

13 ოქტომბერს14:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება საქმის არსებითი განხილვა კარტოგრაფების საქმეზე. – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის(GDI) „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეიცვალა საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე და სხდომას, მოსამართლე დალი მეტრეველის ნაცვლად, ნინო ნაჭყებია გაუძღვება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის დროს მოსამართლის ცვლილება საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია.

სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრებს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ედავება, მათ ბრალდება 2020 წლის 8 ოქტომბერს წარედგინათ.

კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics