09:46 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 12:48:08, 703 ნახვა

საზოგადოება
კახა კუჭავა ავარიულ შენობებზე სამშენებლო ზედამხედველობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ავარიულ შენობებზე სამშენებლო ზედამხედველობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის.

საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე კახა კუჭავამ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„გუშინ მოვისმინე განცხადება, რომ მერიაში უკვე 60-ზე მეტ შენობაზე მიდის რეაგირება, შესწავლა. მეც მივიღე გარკვეული წერილები და გადავამისამართე. შესაბამისად, ყურადღებით რომ მოხდეს რეაგირება ყველა ავარიულ შენობაზე ჩვენი მხრიდანაც, პარლამენტში შესაბამისი კომიტეტი თუ ჩათვლის საჭიროდ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას, რათა კიდევ უფრო გამკაცრდეს და რაც ყველაზე მთავარია, ზედამხედველობა იყოს სწორად, კანონმდებლობით გაწერილი, დეპუტატებსაც მოვუწოდებ, ჩაერთონ ინიციატივაში.

შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ. ამით კიდევ უფრო გავამკაცრებთ იმ ნორმებს, რომელიც საჭიროა, რათა ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ, სხვა ქალაქებშიც არის და აუცილებელია ჩვენი მხრიდანაც იყოს შესაბამისი დროული რეაგირება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics