|
2021-10-08 19:29:37, 883 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მე მქონდა შესაძლებლობა ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის თავისუფლების ჰაერი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელიც მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამია რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ საჯაროდ წაიკითხა. როგორც წერილშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდელებს მიმართავს და სოლიდარობას უცხადებს ანზორ მელიას და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, მანუჩარ ფიფიას. სააკაშვილმა, ასევე მოუწოდა ყველას ხვალ აქციაზე შეკრებისკენ. „ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი, როგორც თავის დროზე „მხედრიონის", არის სამეგრელო. ის უკანონობა, რომელსაც ზუგდიდში ჩადიან და უკვე აპირებენ სენაკში და სხვაგანაც, არ უნდა შერჩეთ. მე მქონდა შესაძლებლობა ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან. ხვალ ყველანი ხმების დასაცავად, ნიკა მელიას და პარტიის სხვა ლიდერების მეთაურობით. სოლიდარობა ანზორ მელიას და ჩვენ კანდიდატს ფიფიას, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და ახლა გამარჯვებას ართმევენ. სოლიდარობა ზუგდიდელებს. ზუსტად ვიცი რა შავი ფურცელია ჩვენ ისტორიაში ის, რომ ზვიად გამსახურდიას ვერ გაუფრთხილდით მთელი საქართველო. ასევე ზუსტად ვიცი, რომ ეს აღარასდროს განმეორდება და ერთად ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“, - წერს სააკაშვილი მიმართვაში.
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)