|
2015-02-03 10:07:20, 1860 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატმა სამომხმარებლო კალათა განაახლა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა. სამომხმარებლო კალათა გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის) გასაანგარიშებლად, და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის დანახარჯების სტრუქტურას. 2015 წლის სამომხმარებლო კალათა მოიცავს 295 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას, რაც იდენტურია 2014 წლის სამომხმარებლო კალათის. განახლებულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები. 2015 წლის განახლებული სამომხმარებლო კალათა ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურას. "სამომხმარებლო კალათის ჯგუფების და ინდივიდუალური საქონლის (მომსახურების) წონები ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურასა და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევიდან მიღებულ ინფორმაციას. წონების განახლება ხდება ყოველწლიურად, ზემოაღნიშნული წყაროებიდან მიღებული უახლესი მონაცემების გამოყენებით. ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული წონების გამოყენება სამომხმარებლო კალათის ფორმირების პროცესში წარმოადგენს ერთ–ერთ არსებით რეკომენდაციას, რომელსაც ევროსტატი ევროკავშირის წევრ–ქვეყნებს სთავაზობს. განახლებული სამომხმარებლო კალათა ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს - ინფლაციის მაჩვენებელს",-განმარტავენ საქსტატში. განახლებულ სამომხმარებლო კალათაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წილი ყველაზე მეტია, ის 30,74%-ს შეადგენს, შემდეგ მოდის ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (5,19%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2.86%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8,48%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (6,43%), ჯანმრთელობის დაცვა (9,46%), ტრანსპორტი (11,80%), კავშირგაბმულობა (3,61%),დასვენება, გართობა და კულტურა (7,11%),განათლება (5,03%),სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (4,80%),სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (4,50%).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)