|
2021-10-06 13:13:52, 762 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია ღარიბაშვილის წერილზე - სამწუხაროა, რომ ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი ფორმალურად მაინც მართავს ქვეყანას
უბრალოდ ბოდვაა, როცა ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი მართავს ქვეყანას ფორმალურად. - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილს. მისი თქმით, ოპოზიციის და ქვეყნის ისტორიული ამოცანა ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლების შეცვლაა. „ივანიშვილის გამორჩეული კლოუნის მცდელობა ფსიქოანალიზის და ვითარების შეფასების, უბრალოდ ბოდვაა, რომელიც ბევრად მეტს გვეუბნება მასზე და იმ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე რომელშიც არის ივანიშვილი და მისი გარემოცვა, როცა ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი მართავს ქვეყანას ფორმალურად მაინც ეს არის უაღრესად დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და სამწუხაროდ ეს საფრთხე ჯერჯერობით განმუხტული არ არის და ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის მეორე ტურებში ამ საფრთხის მორყევას და დაახლოება იმ ამოცანასთან, რასაც ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლების შეცვლა ქვია, ამის გამო მოვუწოდებთ ჩვენ ყველა "ევროპული საქართველოს" მომხრეს და სხვებსაც ვისაც ხმას მივაწვდენთ, რომ პრინციპულია მეორე ტურებზე მისვლა და ოპოზიციისთვის მხარის დაჭერა, ჩვენთვის მთავარი მოტივაცია არის ივანიშვილის რეჟიმის მორყევა, ჩვენი მხარდამჭერები მიდიან არჩევნებზე ამ მიზნით, ეს არის ის, რაც გვაახლოებს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ამოცანასთან, გავანეიტრალოთ ივანიშვილის ხელისუფლება მშვიდობიანი მეთოდებით“ - განაცხადა ბოკერიამ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)