|
2021-10-01 23:03:14, 601 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია სააკაშვილის ადვოკატი იქნება, ის დაკავებულთან შეშვებას ითხოვს
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლას მოითხოვს. "მოვედი მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დასაცავად, ასევე, ჩემი მეგობრის სანახავად, როგორც ადვოკატი, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური საფუძვლები არსებობს, რომ შესვლა შეგვიფერხონ, ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, არ მეშლება ამ სიტყვას რომ ვიყენებ, შეფერხების გარეშე შემიშვან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, ჩემს მეგობართან და საქართველოს მესამე პრეზიდენტთან. რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს მის მიმართ, ჩემთვის ძალიან დიდი ფიგურაა საქართველოს ისტორიაში, სხვისთვის, შეიძლება სხვა, მაგრამ ამ წუთში ახლა მნიშვნელობა არ აქვს",- თქვა ნიკა გვარამიამ. 1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)