|
2021-09-29 10:02:45, 405 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი გახარიაზე - ასეთი რა ვალი აქვს სააკაშვილის
უზარმაზარი ფასი გადაიხადა „ქართულმა ოცნებამ" გიორგი გახარიას მინისტრობის დროს, პრემიერ-მინისტრობის დროს და ბოლოს, როგორც დაასრულა, კი ნახეთ, კრიზისის დროს პირდაპირ ლახვარი ჩაარტყა მთელს გუნდს და მის ამ ქმედებას, პარტიის დამფუძნებელმა უწოდა ღალატი, იმიტომ, რომ ამას სხვა რა უნდა უწოდო, თუ არა ღალატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რატომ გაიყოლა „ქართული ოცნების" ამომრჩევლის ნაწილი გიორგი გახარიამ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო კვლევებით, საუბარია „ქართული ოცნების" ამომრჩევლების მხოლოდ 2-3%-ზე.
„ყველაფერს თავი დავანებოთ, რეიტინგებს, არჩევნებს. მერამდენედ შეიძლება გავაკეთო შეფასება, რომ მეცოდება, მაგრამ კაცი, რომელიც იყო ჯერ არავინ, მოიყვანეს რეკომენდაციით, ხუხაშვილის რეკომენდაციით მოვიდა გუნდში, ნაბრძოლ და გამარჯვებულ მოედანზე, დაასაქმეს, შემდეგ ხელი შეუწყვეს, დააწინაურეს, გაზარდეს, ჩამოაყალიბეს, კაცად აქციეს, ყველაზე მაღალი თანამდებობები მისცეს მას დაუმსახურებლად, რა თქმა უნდა, აჩუქეს, არგუნეს უბრალოდ. გუნდს ასე უნდოდა, ლიდერების გაზრდა ხომ ჩვენი ამოცანაა და ზოგადად, ჩვეულებრივი წესია, გვინდა, რომ ბევრი ლიდერი იყოს გუნდში. ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერად ჩამოყალიბდა და ხელი შეუწყვეს აბსოლუტურად ყველანაირად. უზარმაზარი ფასი გადაიხადა „ქართულმა ოცნებამ" გიორგი გახარიას მინისტრობის დროს, პრემიერ-მინისტრობის დროს და ბოლოს, როგორც დაასრულა, კი ნახეთ, კრიზისის დროს პირდაპირ ლახვარი ჩაარტყა მთელს გუნდს და მის ამ ქმედებას, პარტიის დამფუძნებელმა უწოდა ღალატი, იმიტომ, რომ ამას სხვა რა უნდა უწოდო, თუ არა ღალატი. ნებისმიერი ქართველი კაცისთვის შეუფერებელი ქმედება ჩაიდინა გიორგი გახარიამ, იმიტომ, რომ ასეთი ღალატის შემდეგ, ჯერ საერთოდ როგორ უნდა ენდოს ამ ადამიანს, იგივეა, რომ სააკაშვილს ვიღაც ენდოს, აბსოლუტურად იგივე. კი ვიცით რაღაც-რაღაცეები, მაგრამ ძალიან გვაინტერესებს, ასეთი რა ვალი აქვს სააკაშვილის და რა კომპრომატებით მართავს სააკაშვილი. როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრი კაცი იყოს და გახდეს სააკაშვილის მარიონეტი" , - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)