03:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 20:33:00, 1268 ნახვა

მსოფლიო
„ერთიანმა რუსეთმა“ სახელმწიფო სათათბიროში 324 ადგილი მიიღო, მანდატის მოპოვება კი რვა პარტიამ შეძლო

„ერთიანმა რუსეთმა“ სახელმწიფოს სათათბიროში 324 ადგილი მიიღო, მანდატის მოპოვება კი რვა პარტიამ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ცესკოს ინფორმაციით, 5%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ ხუთმა პარტიამ შეძლო, შესაბამისად ქვედა პალატაში აღნიშნული პოლიტიკური პარტიები შევლენ.

სახელმწიფო სათათბიროს 450 მანდატის საერთო განაწილება შემდეგნაირად ხდება: „ერთიანმა რუსეთმა“ 324 ადგილი მიიღო, „კომუნისტურმა პარტიამ“ 57 ადგილი მოიპოვა, ,,სამართლიანმა რუსეთმა“ - 27 , ,,ლიბერალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ" - 21 ადგილი მიიღო, ხოლო „ახალმა ადამიანებმა“ - 13.

რუსეთში არჩევნები 17-19 სექტემბერს ჩატარდა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ხუთი წლის ვადით, შერეული სისტემით ირჩევა: 225 დეპუტატი პარტიული სიით, 225 კი - ერთმანდატიან ოლქებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics