00:02 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 19:04:16, 756 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავას განცხადებით, დმანისში „ქართული ოცნების“ კანდიდატი და მასთან დაკავშირებული ყველა პირი სიიდან უნდა მოიხსნას

უნდა მოიხსნას აღნიშნული კანდიდატი, ასევე უნდა მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა პირი სიიდან - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ საგანგებო ბირფინგზე გააცხადა.

მისი თქმით, ისინი მოითხოვენ ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას.

„დღეს დმანისში მოხდა უმძიმესი ფაქტი, სოფელ განთიადში ოპოზიციის მერობის კანდიდატის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს 20-30-მდე აგრესიული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი თავს დაესხა ჩვენს მხარდამჭერებს. ამ ჯგუფს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ და მასში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ წევრები. კერძოდ, ჯგუფს ხელმძღვანელობდა წარსულშიც პოლიტიკურ ძალადობრივ  აქტებში მონაწილე პირი, ზურაბ ოკმელაშვილი. ზურაბ ოკმელაშვილის შვილი მაკა ოკმელაშვილი არის დმანისში „ქართული ოცნების“ სიის მესამე ნომერი. ამასთანავე დავით დაუთაშვილმა, ადგილობრივი მაჟორიტარობის კანდიდატის შვილმა, მიხეილ დაუთაშვილის შვილმა ცივი იარაღის გამოყენებით მძიმე ჭრილობა მიაყენა ჩვენს ორ მხარდამჭერს. არსებობს კადრებ აღნიშნულის და არსებობს უამრავი მოწმე და შესაბამისად ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს აღნიშნული მოძალადეების დაკავეა.

აღნიშნულზე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვაკისრებთ არა მხოლოდ უშუალო ამ თავდასხმაში მონაწილე პირებს, არამედ ასევე „ქართული ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირებს, რადგან ისინი საკუთარი რიტორიკით, საკუთარი განცხადებებით, საკუთარი კამპანიით, მათ შორის, ძალადობრივი პლაკატებით, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, ახალისებენ ამგვარ ძალადობას და შესაბამისად ისინიც პასუხისმგებელნი არიან ამ მძიმე დანაშაულზე, რომელიც დღეს მოხდა დმანისში. ჩვენ მოვისმინეთ უკვე  განცხადებები მიხეილ დაუთაშვილის მხრიდან, რომელიც უარყოფს მისი შვილის იქ ყოფნას, მაგრამ ეს კადრებშია ასახული. თავად მიხეილ დაუთაშვილი წარმოდგენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით, რომლის ტარების უფლებაც დარწმუნებული ვართ ,რომ მას ასევე არ აქვს კანონიერად. უნდა მოიხსნას აღნიშნული კანდიდატი, ასევე უნდა მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა პირი სიიდან და ჩვენ მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომატიურმა კორპუსმა და საერთაშორისო  სადამკვირვებლო მისიებმა მოახდინონ დროული და უმკაცრესი რეაგირება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში მსგავსი ძალადობრივი ქმედებები „ქართული ოცნების“ მხრიდან”, - განაცხადა ბოკუჩავამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics