03:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-17 18:16:44, 740 ნახვა

მსოფლიო
შესაძლოა მოსკოვს აშშ -ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ეწვიოს

 შესაძლოა მოსკოვს აშშ -ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ეწვიოს. -ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აშშ -ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდი შესაძლოა შემოდგომაზე რუსეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდეს.ვიზიტი შეიძლება იყოს კარგი ნიშანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით ნულადნი რუსეთის შავ სიაშია.

 როგორც "ინტერფაქსი" და "კომერსანტი" იტყობინებიან, ნულანდის შესაძლო მოგზაურობას დიპლომატიური არხებით ახლა ვაშინგტონი და მოსკოვი კოორდინირებენ.

შეერთებულ შტატებსა და რუსეთში "კომერსანტის" წყაროების თანახმად, ნულანდი რუსეთში სავარაუდოდ ნოემბერში ჩავა. ზუსტი თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.

ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი დიპლომატი მოლაპარაკებებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან სერგეი რიაბკოვთან, რომელიც პასუხისმგებელია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებთან და მის კოლეგასთან ანდრეი რუდენკოსთან, რომლის პასუხისმგებლობის სფერო მოიცავს ურთიერთობებს საბჭოთა სივრცეს, მათ შორის უკრაინას.

სხვა საკითხებთან ერთად, „კომერსანტის“ წყაროები  არ გამორიცხავენ, რომ ნულანდი ასევე შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს.

მოსალოდნელია, რომ კიევთან ურთიერთობის საკითხი პრიორიტეტი იქნება ნულანდის მოლაპარაკებებში რუს პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან.

ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც კარგად იცნობს ნულანდს, ანონიმურობის პირობით, „Gazeta.Ru“-სთან  ინტერვიუში თქვა, რომ  ეს ვიზიტი შეიძლება გახდეს კარგი ნიშანი აშშ-რუსეთის ურთიერთობების თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics