21:07 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-27 11:05:07, 931 ნახვა

რეგიონი
ვასილ გველესიანი - ვეცდებით, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური სიძლიერე თითოეული ადამიანის ოჯახამდე მივიტანოთ

პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი სოფელ ცხრაწყაროს მოსახლეობას შეხვდა. 

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა ისაუბრა, როგორც განხორციელებულ პროექტებზე, ასევე სამომავლო პრიორიტეტებზე. 

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს სოფელ ცხრაწყაროს მოსახლეობას შევხვდი. მოსახლეობასთან ერთად ვიმსჯელეთ სოფლის პრიორიტეტებსა და პრობლემურ საკითხებზე. 
ამ სოფელში სრულადაა მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, გარე განათებები, გადაჭრილია  გაზიფიცირების პრობლემა. მოსახლეობის თხოვნით დამონტაჟდა სპორტული ტრენაჟორები და დაიდგა ნაგვის ურნები. აღსანიშნავია,რომ ახალი სასწავლო წლიდან, ცხრაწყაროს საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებულ შენობაში  განაახლებს სასწავლო პროცესს. 
ვეცდებით, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური სიძლიერე თითოეული ადამიანის ოჯახამდე მივიტანოთ“- განაცხადა ვასილ გველესიანმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics