17:29 - 01 Aug, 2026
|
2021-08-12 11:46:47, 811 ნახვა
პოლიტიკა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ „ქართული ოცნება“ დატოვა და სოსო გოგაშვილის გუნდს უერთდება
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა და სოსო გოგაშვილის გუნდს უერთდება. როგორც მან „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, პარტიის დატოვების მიზეზი საკადრო პოლიტიკაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. „მიზეზი ძალიან კომპექსურია. პირველ რიგში, ეს არის საკადრო პოლიტიკა, იმ გზიდან გადახვევაა, რომელსაც ჩვენ 2012 წლიდან შევუერთდით. ვინც გვებრძოდა, გვაშანტაჟებდა, მოხდა ისე, რომ დღევანდელი „ქართული ოცნების“ სათავეში მოექცნენ და აქედან გამომდინარე, ეს ჩემთვის მიუღებელია და არ შემეძლო „ქართულ ოცნებაში“ დარჩენა“, - განაცხადა ონიანმა. ცნობისთვის, სუს-ის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პოლიტიკაში მოდის და „სახალხო პარტიაში“ ბრუნდება.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)