|
2021-08-11 16:39:18, 515 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა გარდაბნის მერობის კანდიდატის წარდგენაზე- მთავარი მიზანი, რაც უნდა ჰქონდეს მერს არის თქვენთან კომუნიკაცია, ახალგაზრდობის ჩართულობა, გადაწყვეტილების მიღებაში
მთავარი მიზანი, რაც უნდა ჰქონდეს მერს არის თქვენთან კომუნიკაცია, ახალგაზრდობის ჩართულობა, გადაწყვეტილების მიღებაში ადგილობრივების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა და რაც ყველაზე მთავარია, მუნიციპალიტეტისთვის საჭირო სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების" გარდაბნის მერობის კანდიდატის დავით კარგარეთელის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, გარდაბანს დიდი პოტენციალი აქვს, რადგან აქაური პროდუქცია გამოირჩევ ხარისხით. მან დასძნია რომ ისინი გამარჯვებაში დარწმუნებულები არაინ, მაგრამ ამისათვის მოსახლეობის აქტიურობა აუცილებელია. როდესაც გარდაბანზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში გვახსენდება გარდაბნის თბოელექტროსადგური, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ამ რამდენიმე დღეში, ჩვენ მოვიარეთ ქვემო ქართლი, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია სოფლის მეურნეობით, იმ პროდუქციით, რომელიც აქ იქმნება და იმ დოვლათით, რომელსაც ქმნიან ოჯახები საქართველოსთვის - გარდაბანი მათ შორის გამორჩეულია. აქაური პროდუქტი გამოირჩევა ხარისხით და არა მხოლოდ საქართველოში. გარდაბნის მოსახლეობა ეთნიკურად ძალიან მდიდარია. აქ ცხოვრობს შრომისმოყვარე ხალხი და აუცილებელია, სრულიად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც არის არა მარტო აქ, არამედ თითოეულ მუნიციპალიტეტში. ხორციელდება არაერთი სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, თუმცა არის ბევრი სხვა სახელმწიფო პროგრამა და დაფინანსება, რომელიც საშუალებას მოგცემთ, სრულიად გამოიყენოთ ის პოტენციალი და შესაძლებლობები, რომელიც ამ მუნიციპალიტეტში გაგაჩნიათ. მთავარი მიზანი, რაც უნდა ჰქონდეს მერს არის თქვენთან კომუნიკაცია, ახალგაზრდობის ჩართულობა, გადაწყვეტილების მიღებაში ადგილობრივების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა და რაც ყველაზე მთავარია, მუნიციპალიტეტისთვის საჭირო სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. ეს არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ სოფლის მეურნეობას, ამ მუნიციპალიტეტს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს. დაახლოებით ორი თვის წინ ჩვენ იუსტიციის სახლი გავხსენით და დღეს უკვე გარდაბანში შესაძლებელია ყველა საჯარო სერვისის მიღება. ამ კუთხით კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ხელმისაწვდომობას ყველა იმ სერვისზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სჭირდება. ჩვენი გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ, თუმცა, აუცილებელია თქვენი აქტიურობა.- განაცხადა კახა კუჭავამ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)