13:46 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 16:55:34, 1013 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ივლისის მონაცემებით, ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ჩვენი პირდაპირი ავიამიმართულებების 72%

ივლისის მონაცემებით, ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ჩვენი პირდაპირი ავიამიმართულებების 72%, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ავიაციის აღდგენის ტემპი საკმაოდ პოზიტიურია. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

„ავიაციის სექტორში დინამიკა საკმაოდ ჯანსაღი და პოზიტიური იყო. სასიხარულო დინამიკა გვქონდა, რომ საქართველო თავისი ავიაციის განვითარების ტემპით იყო ლიდერი მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც წლების განმავლობაში დაიმკვიდრა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი. 2019 წელს ჩვენ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი საერთაშორისო აეროპორტებში გატარებული მგზავრებისა, რომელმაც გადააჭარბა 5 მლნ მგზავრს.

2020 წელს კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე მოგვიწია გარკვეული ზომების გატარება და აქედან გამომდინარე, დინამიკა არც თუ ისე სახარბიელო იყო. მაგრამ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ 2021 წელს იანვარ-ივნისის მაჩვენებლებით ვართ ისეთ ნიშნულზე, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღდგენის ტენდენცია გაქვს უკიდურესად კარგი და სწრაფი.

ივლისის თვის მონაცემებით ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ჩვენი პირდაპირი მიმართულებების 72%-ი. ჩვენ ამ შემთხვევაში ვედრებით არა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს, არამედ 2019 წელს, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირი სწორება, სადაც ჩვენ პირველ ეტაპზე უნდა დავბრუნდეთ. ის ქვეყნები სადაც ჩვენს გვაქვს პირდაპირი ფრენები უკვე აღდგა 75%-ით. ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელიც ჩვენთან 2019 წელს ოპერირებდნენ 79%-ით უკვე აღდგენილია", აცხადება მარიამ ქვრივიშვილი.

მისი ე განმარტებით, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოს მოწინავეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღდგენის ტემპით, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით.

"აქვე უნდა ავღნიშნო,რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი არის პირველი აეროპორტი ივლისის მონაცემებით, რომელმაც არათუ სწრაფად აღადგინა ის მაჩვენებლები რომლებიც 2019 წელს გვქონდა არამედ უკვე გაქვს სიხშირეების 21%-იანი გადაჭარბება რაც 2019 წელს გვქონდა", - აცხადებს ქვრივიშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics