00:04 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-18 21:13:48, 766 ნახვა

პოლიტიკა
შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას ჟურნალისტები დახვდნენ, რომლებსაც მედიაზე თავდასხმის შესახებ ბანერები და ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები ჰქონდათ მიტანილი. 

მიშელი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ხვალ გაიმართება. 

მას აეროპორში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დახვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ეს შარლ მიშელის მესამე ვიზიტია საქართველოში. ის ინდივიდუალურად შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. 

მიშელის გარდა ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიღებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics