|
2021-07-16 10:52:20, 828 ნახვა
ეკონომიკა
აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანია აქტიურად გაგრძელდება
„ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციას დეგუსტაციების, შესაბამისი დისტანციური ფორმატებისა და ონლაინ-სავაჭრო პლატფორმების გამოყენებით აქტიურად გააგრძელებს", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის ,,Marq Energie Consulting'' ხელმძღვანელთან, ჯული პეტერსონთან შეხედრაზე. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკული მარკეტინგული კომპანიის ,,Marq Energie Consulting'' ხელმძღვანელი ქართველ მწარმოებლებსაც შეხვდა და ამერიკის შეერთებული შტატების ღვინის ბაზრის კონიუნქტურა გააცნო. ჯული პეტერსონის წარმოდგენილი პრეზენტაცია ქართველ მწარმოებლებს აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის განხორციელების სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება. „შეხვედრაზე განვიხილეთ ქართული ღვინის აშშ-ში ექსპორტის ხელშეწყობის სამომავლო სტრატეგია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. ბოლო 6 წელია, ექსპორტის ყოველწლიური ზრდა ფიქსირდება, 2020 წელს კი, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ექსპორტმა უპრეცედენტო რაოდენობას - 1 მლნ ბოთლს მიაღწია. მზარდი დინამიკა შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)