|
2021-07-13 11:07:54, 1206 ნახვა
პოლიტიკა
დიეგო კოლასი - შსს-ს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ იმედგაცრუება 5 ივლისს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის გამო
შსს-თან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დავადასტურეთ იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი „ტვიტერზე“ წერს. როგორც ის აღნიშნავს, დიპლომატებმა საქართველოს მთავრობას ყველა მოქალაქის უფლების დაცვისკენ მოუწოდეს. „დიპლომატებს გუშინ შეხვედრა გვქონდა შსს-თან. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის, თბილისში 5 ივლისს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო. განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, მთავრობას მოვუწოდეთ, აიღოს ვალდებულება დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობა და პრესა“, - წერს დიეგო კოლასი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)