23:38 - 01 Aug, 2026
|
2021-07-12 14:30:50, 1022 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: ნებისმიერი დაპირისპირება არის ოკუპანტის ინტერესი, ნუ განვახორციელებინებთ არაკეთილმოსურნეებს საკუთარ განზრახვებს
„ნებისმიერი ძალადობა არის დაუშვებელი და კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ სახელმწიფო გვეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს – მეც, თქვენც და ნებისმერ ადამიანს", – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა. რატი ბრეგაძის თქმით, ყველამ ერთად უნდა გადავაფასოთ ისტორიის გაკვეთილები, მათ შორის, უახლესი ისტორიის გაკვეთილები, და უნდა შევეცადოთ, რომ ერთმანეთთან მოვძებნოთ სასაუბრო ენა და ერთობლივად მშვიდობიანად შევძლოთ საუბარი. „ნებისმიერი დაპირისპირება არის მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტის ინტერესი და ყველას მინდა, გთხოვოთ, ნუ განვახორციელებინებთ ჩვენს არაკეთილმოსურნეებს საკუთარ განზრახვებს. პასუხისმგებლობა არის თითოეულ ჩვენგანზე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)