22:06 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 16:33:56, 893 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე - ცუდია, როდესაც ყოფილი პრემიერი უბრალოდ იტყუება

„ალბათ, არ დააკვირდა მთლიანად ამ პროცესში, რომ ქალბატონმა თამარ ჟვანიამ უპირველეს ყოვლისა გამოიჩინა დიდი სიმხნევე, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის დღეებში ის იყო ზეწოლის და ძალადობის ენის სამიზნე, მან ბოლომდე მიიყვანა საარჩევნო ციკლი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადების საპასუხოდ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ გიორგი გახარიამ თამარ ჟვანიას გადადგომის წინაპირობები რა იყო, არ იცის.

„ალბათ, არ დააკვირდა მთლიანად ამ პროცესში, რომ ქალბატონმა თამარ ჟვანიამ უპირველეს ყოვლისა გამოიჩინა დიდი სიმხნევე, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის დღეებში ის იყო ზეწოლის და ძალადობის ენის სამიზნე, მან ბოლომდე მიიყვანა საარჩევნო ციკლი. დადასტურდა, რომ ამ არჩევნებს არანაირი სისტემური ხარვეზი არ ჰქონია და რაიმე მანიპულაცია არ ყოფილა. მან ასევე საგამოძიებო კომისიასაც მისცა ახსნა-განმარტებები და საბოლოო ჯამში ჩვენ ვრწმუნდებით, რომ მთლიანი კამპანია გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით თავად იყო ყალბი. ვფიქრობ, თამარ ჟვანიამ ამ კუთხით თავისი ვალი ბოლომდე მოიხადა იმ კუთხით, რომ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით არ დარჩენილიყო რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, რომ ახლა უმჯობესი იქნებოდა პროფესიული განვითარების სხვა ეტაპზე გადასულიყო. დარწმუნებული ვარ, ასეთი გამოცდილი პროფესიონალი შეძლებს იგივე საარჩევნო სფეროში საინტერესო კარიერის წარმართვას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერც არჩევნების შედეგები დაიცვა და ვერც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics