08:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 13:11:16, 543 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძემ გომის მთის მოიალაღეებს, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებები გააცნო

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, გომის მთის მოიალაღეებს, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებები, გომის მთის კეთილმოწყობისა და ტურიზმით კუთხით განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

გომის მთის ცენტრის კეთილმოწყობის ფარგლებში დაგეგმილია ადმინისტრაციული შენობის, სცენის, ფანჩატურის მშენებლობა, სველი წერილის, წყლის კუთხისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტი 2 წლიანია. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 160 000 ლარია გათვალისწინებული.

მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ჯვარიმინდორზე, რომელიც ითვალისწინებს ტურისტული თავშესაფარის მოწყობას თავისი ინფრასტრუქტურით.

„კემპინგსოფელში“ განთავსდება ოთხი კოტეჯი, ასევე მოეწყობა კოცონის სივრცე, ბუხარი, საშხაპე და საპირფარეშო. სივრცე გათვლილი იქნება როგორც მოლაშქრეებისთვის, ისე მთაში მოგზაურობის მოყვარული ვიზიტორებისთვის. ომარ ტაკიძესთან ერთად, საზაფხულო იალაღებზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics