12:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-19 18:41:00, 1091 ნახვა

სამართალი
პოლიციამ სოფელ ბობოყვათში გამართულ აქციაზე 4 პირი დააკავა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბობოყვათში ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყველა მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლითაა დაკავებული.

პოლიციამ ოთხივე პირი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ბობოყვათში ადგილობრივი მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებდა, რის გამოც მათ ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი რკინიგზის მაგისტრალი გადაკეტეს. აღნიშნული მონაკვეთი სამართალდამცველებმა გახსნეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებული აუქციონის გაუქმებას ითხოვენ, რომელზეც ბობოყვათში სანაპირო ზოლზე 27 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა გაიყიდოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics