12:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-19 12:16:39, 1463 ნახვა

მსოფლიო
წინასწარი მონაცემებით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში იბრაჰიმ რაისი ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში იბრაჰიმ რაისი ლიდერობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათივე ცნობით, იბრაჰიმ რაისმა 17,6 მილიონი ხმა, მოჰსენ რეზაიმ - 3,3 მილიონი ხმა, აბდულნასერ ჰემატიმ - 2,4 მილიონი ხმა, კაზიზადე ჰაშემიმ კი მილიონზე მეტი ხმა მიიღო.

ცნობისთვის, ირანში რიგით მე-13 საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ, 18 ივნისს გაიმართა. კენჭისყრის პროცესი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიწყო და 00:00 საათზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მაღალი აქტივობის გამო ხმის მიცემა „ბოლო ამომრჩევლამდე“, 02:00 საათამდე გაგრძელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics