12:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-18 15:11:57, 965 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე გამოძიება ჟურნალისტების ან მედიასაშუალების პასუხისმგებლობის მიმართულებით არ მიმდინარეობს

ჟურნალისტების, ან მედიასაშუალების მხრიდან საჯარო სივრცეში აღნიშნული ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის მიმართულებით არ მიმდინარეობს, -  ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „ტვ პირველში“ გასულ აუდიო ჩანაწერზე შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა.

მისივე განმარტებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და გამოვლენის მიზნით.

„აქვე გვსურს ხაზგასმით განვაცხადოთ, რათა ავირიდოთ შემდგომი სპეკულაციები, რასაც წარსულში არაერთხელ ჰქონდა ადგილი, - კერძო საუბრის კომუნიკაციის ჩანაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს ჟურნალისტების ან მედია საშუალების მხრიდან საჯარო სივრცეში აღნიშნული ტიპის ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის მიმართულებით. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics