|
2021-06-09 13:05:57, 627 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაზე - „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საქმიანობას პარადოქსით იწყებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საქმიანობას პარადოქსით იწყებს. როგორც არჩილ თალაკვაძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არ აწერს ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს, უმრავლესობას მოუწოდებს, დარჩნენ შეთანხმების სულისკვეთებაში, რაც მისივე თქმით, პოლიტიკური დეზორიენტაციის კლასიკური მაგალითია. „მსურს გამოვეხმაურო განცხადებას, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოგვიწოდა დავრჩეთ მიშელის შეთახმების სულისკვეთებაში, პარადოქსით იწყებენ საქმიანობას პარლამენტში, როდესაც თვითონ არ აქვთ ხელი მოწერილი შეთანხმებაზე და ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ დავრჩეთ შეთანხმების სულისკვეთებაში, ეს არის პოლიტიკური დეზორიენტაციის კლასიკური მაგალითი, რომელსაც ვხედავდით 7 თვის განმავლობაში და 7-თვიანი საბოტაჟი ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ, ასევე დეზორიენტირებული გადაწყვეტილებით დასრულდა, როდესაც თან გინდა იყო პარლამენტში და თან არ გინდა სრულფასოვნად ჩაერთო დემოკრატიულ პრცესში და შეთანხმებაში, რასაც ყველა პარტიამ ხელი მოვაწერეთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კოლეგებს, რომ მოაწერონ ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)