17:28 - 01 Aug, 2026
|
2021-06-09 13:03:22, 544 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გახარიაზე - მთელი მისი საუბარი არის გარსი შიგთავსის გარეშე
მთელი მისი საუბარი არის წყალი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუს. პაპუაშვილის შეფასებით, გახარიას მთელი საუბარი უშინაარსოა, რადგან საუბრობს არაფერზე. „როგორც ჩანს, ეს არის ამ პოლიტიკური ძალის სახე. უკვე მისი მესამე გამოჩენაა მედიასთან და ვნახეთ, რომ ის საუბრობს არაფერზე. საერთო ჯამში, მთელი მისი საუბარი არის წყალი, ეს არის გარსი შიგთავსის გარეშე. საუბრობს რაღაც გავლენებზე, ოღონდ ვერ საუბრობს ვერანაირ გავლენებზე; საუბრობს ნეპოტიზმზე, მაგრამ ვერ საუბრობს ვერანაირ ნეპოტიზმზე; საუბრობს კორუფციაზე, ოღონდ ვერ საუბრობს ვერანაირ კორუფციაზე, ანუ საუბარი შინაარსის გარეშე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)