16:58 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 14:51:24, 658 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე „ენმ“-ზე - გვიან, მაგრამ მიხვდნენ, რომ 6-თვიანი მცდელობა, წყალი აემღვრიათ, ფუჭი აღმოჩნდა

გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ მათი მცდელობა, წყალი აემღვრიათ და თევზი მოენადირებინათ, ფუჭი აღმოჩნდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ,,ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიას მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად შარლ მიშელი გააფორმებს მათ ფიასკოს.

,,რაც მთავარია ,,ნაციონალური მოძრაობა" სწორ გზას ადგას. გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ ფუჭი აღმოჩნდა მათი 6-თვიანი მცდელობა, რომ რამენაირად წყალი აემღვრიათ და ამასობაში თევზი მოენადირებინათ. გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ უნიჭოდ დაგეგმილი ფოკუსის არსს ყველა მიუხვდა და ჯიუტად ამის გამეორების მცდელობა უკვე განწირულია. ასევე გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ მატარებელი მათ გარეშე დაიძრა და სხვებმა დაიკავეს და სამართლიანადაც მანამდე მათ მიერ ოკუპირებული ადგილი. დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდნენ და დაგვიანებული ნაბიჯი შემოდგეს პარლამენტში, მაგრამ თვალი მაინც იმ ფოკუსზე უჭირავთ რადგან, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისგან კვლავ თავს იკავებენ. არაუშავს, ალბათ დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდებიან იმას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაც მოუწევთ, თორემ თავად შარლ მიშელი გააფორმებს მათ ფიასკოს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics