|
2021-06-07 18:30:01, 1241 ნახვა
პოლიტიკა
ფილიპ რიკერი - 19 აპრილის შეთანხმება ინსტიტუტების გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა, ეს ნატოსკენ მიმავალი გზაა
ძალიან გაგიმართლათ, რომ ძლიერი ინსტიტუტები გაქვთ, თუმცა 19 აპრილის შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ეს ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდეს, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ნატოს-ს ძალიან მტკიცე პარტნიორი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყანა. „მოგეხსენებათ, წინა კვირას საქართველოში იმყოფებოდა კონგრესმენთა დელეგაცია და მათაც ისაუბრეს ამ საკითხზე და იმ ძალიან ნათელ გზაზე, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს. ეს არის აუცილებლად მნიშვნელოვანი რეფორმები დემოკრატიის, ეკონომიკის, უფრო ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობის გზით. ძალიან გაგიმართლათ, რომ ძლიერი ინსტიტუტები გაქვთ, თუმცა 19 აპრილის შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ეს ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს არის ნატო-სკენ მიმავალი გზა. მოგეხსენებათ ეს შეკრება და სამიტი არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ნატო-ს კარი ღიაა, მიუხედავად კოვიდით გამოწვეული მდგომარეობისა, ნატო-მ გასულ წელს მიიღო 30-ე წევრი, ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც შეუერთდა ნატო-ს და გახდა მისი წევრი. ასევე, ამ სამიტზე განხილული იქნება ნატო-ს სამოქმედო გეგმები მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ის გამოწვევები, რაც არსებობს დღესდღეობით ნატო-ს წინაშე, იქნება ეს ჰიბრიდული ომი, კიბერუსაფრთხოება, ასევე ყურადღება გამახვილდება რუსეთის აგრესიაზე, ჩინეთის საკითხზე და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო სამიტი იქნება, განიხილება ის საკითხები, რაც ემსახურება ნატო-ს კავშირების გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)