|
2021-06-05 15:45:33, 739 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - გახარია იყო „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი და ახლა აბსურდულ ბრალდებებს ვისმენთ
გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, მათი კრიზის მენეჯერი და ახლა აბსურდულ ბრალდებებს ვისმენთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ჩამოშლილი, დაშლილი და გაკოტრებულია, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების იმედი აღარ აქვს. „ალბათ უკვე ყველამ გაიგო რა რთულ ვითარებაში არის ჩამოშლილი და დაშლილი „ქართული ოცნება“, როდესაც მისი ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი საუბრობს წარმოუდგენელ აბსურდზე. გიორგი გახარიას რამდენიმე კვირის წინ ადიდებდნენ, შემდეგ სიის პირველი ნომერი ჰყავდათ, მთელი წლის განმავლობაში გაუგონარი კრიზის მენეჯერი იყო და ახლაც იგივე ნარატივს აგრძელებენ და იგივე გზავნილები აქვთ, რაც მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში. ჩამოშლილი, დაშლილ, გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც არავითარი იმედი არ აქვს, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებზე მოახერხებენ გამარჯვებას. ეჭვგარეშეა უკვე, რომ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ახლა საუბრობენ იმდენად სულელურ აბსურდს, რომ შეურაცხყოფას აყენებენ არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ საკუთარ ამომრჩეველსაც კი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივ გეგმებზე ისაუბრა.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)