|
2021-06-02 00:03:02, 443 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ხვალ რომ კახა კალაძე არ იყოს მერი, ვინ გაბედავს, გასცეს სამშენებლო ნებართვა რომელიმე რეკრეაციული სივრცის ან სპორტული მოედნის ხარჯზე?!
დედაქალაქის მერის განცხადებით, მისმა გუნდმა შექმნა მტკიცე ფუნდამენტი თბილისის განვითარებისთვის. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისაუბრა. „დედაქალაქის დღევანდელმა მთავრობამ მოახერხა და ყველაფერი გააკეთა, შეექმნა მტკიცე ფუნდამენტი იმისთვის, რომ მომავალში, მერი იქნება კახა კალაძე თუ ვინმე სხვა, ამ პროექტების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ამაში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, უამრავი გათენებული ღამე და ნამდვილად მეამაყება, რომ ჩვენ ეს შევძელით, არა მხოლოდ სატრანსპორტო მიმართულებით, არამედ ურბანული პოლიტიკის ნაწილში. ხვალ რომ კახა კალაძე არ იყოს მერი და იყოს ვინმე სხვა, რომელი მერი გაბედავს და გასცემს სამშენებლო ნებართვას რომელიმე რეკრეაციული სივრცის ან სპორტული მოედნის ხარჯზე? ვინ გაბედავს ამას? ვინ გააკეთებს? ჩვენ ისე ავწიეთ ეს თამასა, ისეთი რეგულაციები შევიმუშავეთ, მიღებულია გენერალური გეგმა, ძალიან რთული იქნება, ცუდი გაუკეთო ქალაქს. პირიქით, ყველანაირი შესაძლებლობაა, რომ ეს ქალაქი სწორად განვითარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)