|
2021-05-28 14:48:26, 658 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს უპირისპირდება, არ უნდა ისარგებლოს ამ დოკუმენტის პრივილეგიით
ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს უპირისპირდება, მან არ უნდა ისარგებლოს მისი პრივილეგიით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ამნისტია ყველას უნდა შეეხოს, დოკუმენტში დაშვებული გარკვეული გამონაკლისები, მაგალითად ისეთი დანაშაულები, როგორიცაა სხეულის განზრახ დაზიანება, წამება თუ არაადამიანური მოპყრობა. „გუშინ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კითხვა დაისვა, თუ რა შემთხვევაში დაუჭერდა მხარს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ოპოზიცია. ეს არ იყო ინიციატივა, კითხვა იყო დასმული. ამაზეც კი უარყოფითი პასუხი მიიღო, რაც არასწორია. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, შარლ მიშელის დოკუმენტი. დოკუმენტში მარტივი რამე წერია, ყველას უნდა შეეხოს ამნისტიის შესახებ კანონი. ამის მიუხედავად, გარკვეულ გამონაკლისებს მაინც ვუშვებთ, თუ საქმე ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა სხეულის განზრახ დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა. ვინმე პრინციპულად თუ უპირისპირდება ევროკავშირს, მიშელის შეთანხმებას და ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ მასზე არ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედება. ეს არის მარტივი პრინციპი, რაც მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს. ვინც მიშელის დოკუმენტს უპირისპირდება, მან არ უნდა ისარგებლოს ამ დოკუმენტის პრივილეგიით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)