08:38 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 16:14:15, 1175 ნახვა

მსოფლიო
უფლებადამცველი ორგანიზაციები ისრაელის მიერ მედიასაშუალებების ოფისებზე თავდასხმის გამო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ

უფლებადამცველი ორგანიზაციები, „ამნესთი ინთერნეიშენალი“ და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ისრაელის მიერ მედიასაშუალებების ოფისებზე თავდასხმის გამო, სისხლის სამართლის საერთაშორიო სასამართლოს მიმართავენ.

ორგანიზაციების განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება სამხედრო დანაშაულის კუთხით უნდა დაიწყოს.

„მედიასაშუალებებზე გამიზნულად თავდასხმა სამხედრო დანაშაულია“, - განაცხადა „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ გენერალურმა მდივანმა, კრისტოფ დელუარიმ.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორის დაბომბა, რის შედეგადაც 12 სართულიანი შენობა ჩამოინგრა, სადაც „ასოშიეთიდ პრესისა“ და „ალ ჯაზირას“ ოფისები იყო განთავსებული.

შენობის დაბომბვის შესახებ შენობაში მყოფმა პირებმა დაახლოებით ერთი საათით ადრე გაიგეს, შენობის ევაკუაცია კი დროულად მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics