14:41 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 12:42:21, 795 ნახვა

რეგიონი
ხიხანის ციხემდე ასასვლელი ბილიკის კეთილმოწყობა იწყება

აჭარაში ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკის  მოწყობა იწყება. ტურისტული ბილიკის დალაშქვრის გამარტივების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟს, კიბეებისა და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას გეგმავს.

ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ციხე უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე გარშემორტყმული ლანდშაპტით. ციხე განთავსებულია მთის ფერდობზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ რელიეფზე, სადაც ასვლა შესაძლებელია მხოლოდ მთის აღმართში გაკვალული ბილიკით, რომელიც დღეის მდგომარეობით გარკვეულ მონაკვეთებში არის სახიფათო და მისი დალაშქვრა ფიზიკურ მზაობას მოითხოვს.

პროექტის მიხედვით ბუნებრივ და ეკოლოგიურ გარემოსთან შეხამებული ტურისტული ბილიკის ინფრასტრუტურული მოდელი შექმნება, რაც პირველ რიგში უსაფრთხოს  და მიმზიდველს გახდის ხიხანის ციხის დალაშქვრას. გარდა ამისა, ხიხაძირის ხეობაში ხიხანის ციხე გახდება არამხოლოდ ალპური მარშრუტების მთავარი დანიშნულების ადგილი, არამედ მთავარი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას ხეობაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics