10:30 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 11:19:51, 663 ნახვა

პოლიტიკა
„ლელო“ სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად საპარლამენტო ფრაქციას ქმნის

პარტია „ლელო“ სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველ ოპოზიციურ ფრაქციას ქმნის.

ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი იქნება.

„დღეს მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია, რომლის სახელწოდება იქნება „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და სწორედ ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნა ძალიან ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში და სისტემურ გადატვირთვაში, რომელიც ასე მძაფრად დგას ჩვენი მოქალაქეების წინაშე.

ეს ფრაქცია იქნება გარანტორი, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება მხარდაჭერილი და ჩვენ ძალიან მალე უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი. რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ჩვენგანი იქნება იმის გარანტორი, რომ ჩვენი მოქალაქეების, რომელთა ცხოვრებაც გაუარესდა „ქართული ოცნების“ გაუაზრებლობის გამო, მათი წარმომადგენელი ვიყოთ საქართველოს უმაღლეს ორგანოში.“, - განაცხადა მამუკა ხაძარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics