20:52 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-10 16:39:05, 856 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო და ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეცვალა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად ბრალდებული, რადგან ის აღნიშნული საქმის განხილვის ფარგლებში მოსამართლემ სასამართლო პროცესიდან გააძევა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს პროკურატურამ გუშინ მიმართა. ამასთანავე, 8 მაისს ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობით ევროკავშირმა გადაიხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics