07:19 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-08 15:19:10, 1454 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი აღმოსავლეთ იერუსალიმში არსებული სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ისრაელსა და პალესტინას თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ძალადობა და წაქეზება მიუღებელია და დამნაშავეებმა ყველა მხრიდან პასუხი უნდა აგონ, - ამის შესახებ ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება აღმოსავლეთ იერუსალიმში არსებულ სიტუაციას.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლიანად მოიქცეს და ყველა ღონე იხმაროს სიტუაციის დეესკალაციისთვის.

„ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ იმოქმედოს იერუსალიმში არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. ტაძრის მთასთან/ ჰარამ ალ-შარიფთან დაკავშირებით წამქეზებლური ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული და სტატუს-კვოს მიმართ პატივისცემა უნდა იქნას გამოჩენილი.

ყველა მხრიდან პოლიტიკურმა და რელიგიურმა ლიდერებმა თავშეკავება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ყველა ღონე იხმარონ ამ არასტაბილური ვითარების განსამუხტად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 200-მდე პალესტინელი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics