06:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 16:27:14, 1032 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია გარეჯში მომხდარზე - ეს სამარცხვინო ამბავი ამაზრზენი კამპანიის შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა აწარმოა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, დავით გარეჯში, ივერი მელაშვილსა და ტვ მთავარის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, ამ ფაქტზე პასუხისმგებელია ივანიშვილის რეჟიმი და ის შავრაზმული ძალები, რომელთან ერთადაც ეწევა პროპაგანდას ხელისუფლება.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ გარეჯში მომხდარი ეს სამარცხვინო ამბავი არის შედეგი იმ ამაზრზენი კამპანიისა, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციის დემოინიზებისათვის აწარმოა.

„ყველა შემდგომი ფაქტი იმის მიუხედავად, გვაქვს თუ არა მტკიცებულებები, ესა თუ ის თავდამსხმელი დავალებას ასრულებდა თუ არა, არის ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობა და იმ შავრაზმული ძალების, რომელთან ერთადაც ივანიშვილის რეჟიმი ამ ამაზრზენ პროპაგანდას ეწევა მთელი ეს პერიოდია. მათ აბსოლუტურად ფეხებზე ჰკიდიათ დავით გარეჯის საკითხზე რაიმე სიმართლის დადგენა. ყველამ იცის, ვინც ჩახედულია, რომ ამბავი მთლიანად მოგონილია და მხოლოდ საარჩევნო პროპაგანდის ამოცანებისთვის, პუტინის პროპაგანდის მსგავსად, ნიაღვარისთვის იყო შექმნილი, მოგონილი და შემდეგ ადამიანები შეცდომაში იყვნენ შეყვანილი.

მომხდარი ფაქტი არის ოპონენტების წინააღმდეგ ამ სიძულვილის კამპანიის შედეგი. მათ შორის, მედია იქნება, სამოქალაქო ჯგუფები თუ პოლიტიკური ოპონენტები, ყველა ვინც სამიზნე ხდება ივანიშვილის რეჟიმისთვის, ვინც მათთვის არახელსაყრელია, ოპონენტად მიაჩნიათ ან ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებს და ავტომატურად მიუღებელია, ყველა ხდება სამიზნე, როცა სიძულვილის და ძალადობის მანქანას ააგორებ. ყველა შავრაზმული ჯგუფი პირდაპირაა დაკავშირებული ივანიშვილთან, მათ შორის სასულიერო პირები. ამ სიძულვილის ტალღის ნაწილი არიან, მათ არ აინტერესებთ ფაქტები, უბრალოდ სამიზნედ იღებენ ნებისმიერ ოპონენტს, მათ შორის, მედიას. ამ ვითარებაში, ამ ტიპის ძალადობაზე, რაიმე ადექვატური რეაგირების იმედი, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში ვერ გვექნება",- განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics